ენტონი ფაუჩი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ

22 დეკემბერი 2020, 17:07 1256 ნახვა

კოვიდ 19-ის ახალი სახეობა, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება გამოიწვია, შესაძლოა, უკვე შეერთებულ შტატებშიც იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

ფაუჩის თქმით, სპეციალისტები ჯერ კიდევ ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები. მისი თქმით, როგორც ჩანს, ის ვირუსს უფრო ლეტალურს არ ხდის.

გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე აკრძალვის დაწესებას ნაადრევად მიიჩნევს ფაუჩი. ცნობილი ინფექციონისტის აზრით, უმჯობესია, გაერთიანებული სამეფოდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო ტესტირება დაწესდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში