გლობალურმა პანდემიამ გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს - გიორგი გახარია 

23 დეკემბერი 2020, 10:54 1211 ნახვა

გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ასევე ცალკე აღებულ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და რა თქმა უნდა ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება მძიმე და გამოწვევებით სავსე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

"სერიოზული გამოწვევების და გამოცდის წინაშე დააყენა სახელმწიფოს თითოეული ინსტიტუტი, მან ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი შეცვალა, ეს რა თქმა უნდა ეხებოდა სახელმწიფო უწყებებსაც, სახელწიფო ინსტიტუტებსაც, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი ვერ დასრულდება 1 თვეში და ვერც ერთ წელიწადში და შემდგომი წლები იქნება თანმიმდევრულად პანდემიის, გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის წელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში