ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო ტექნიკა გადაეცა

23 დეკემბერი 2020, 14:13 2169 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო ტექნიკა გადაეცა - მათ შორის სუნთქვის აპარატები. კლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. 

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აპარატურას კოვიდკლინიკებიც მიიღებენ. 

"დღეს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვეწოდა სუნთქვის ხელოვნური აპარატების სამი სხვადასხვა ტიპი და ჯამში 19 ერთეული სუნთქვის აპარატი გადაცემული იქნა რესპუბლიკური საავადმყოფოსათვის. აღნიშნული აპარატურა ყველა სამედიცინო დაწესებულებას გადაეცემა. ჯამში, მივიღეთ 55 სუნთქვის აპარატი აქედან 19 გადაეცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და დანარჩენი გადანაწილდება რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში." - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მედიცინის მუშაკთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, მედიკოსებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

"მედიცინის მუშაკთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს მივულოცეთ პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადეთ პანდემიის დროს გაწეული შრომისათვის, ისინი ნამდვილად გმირები არიან." - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში