პარლამენტის ვებ-გვერდზე დეპუტატების სიაში ოპოზიციის წევრებიც არიან

23 დეკემბერი 2020, 18:28 1291 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მე-10 მოწვევის პარლამენტართა სია განახლდა, სადაც ოპოზიციის დეპუტატები, მოქმედ დეპუტატებად არიან წარმოდგენილი.

სიაში ვხვდებით, ოპოზიციური გაერთიანება "ძალა-ერთობაშია", "ევროპული საქართველოს", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის", "პატრიოტთა ალიანსის", "ლელოს", "ლეიბორისტული" და მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილის" პარტიის წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე უარი განაცხადა, ისინი განახლებულ სიაში მაინც ფიქსირდებიან.

ოფიციალურად მანდატების გაუქმებაზე განაცხადი, მხოლოდ "გირჩის" და მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილის" პარტიის წევრებს არ გაუკეთებიათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში