შეიარაღებული თავდასხმა ჟანდარმზე

23 დეკემბერი 2020, 17:02 901 ნახვა

ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 48 წლის  კაცი, რომელმაც საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს. დღეს საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, პუი-დე-დომიში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა სამართალდამცავებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი გამოძახების მისამართზე მივიდნენ და ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ქალი მოძალადეს სახლის სახურავზე ემალებოდა. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა  3 და დაშავდა ერთი ჟანდარმი. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შედეგად, რომელშიც 300 ჟანდარმი მონაწილეობდა, სავარაუდო მოძალადე გარდაცვლილი იპოვეს.  მომხდარს  პრეზიდენტი მაკრონი გამოეხმაურა და გარდაცვლილ სამართალდამცველებს ეროვნული გმირები უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში