აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ მოსმენები კომიტეტებს გადაეცა

23 დეკემბერი 2020, 23:52 1271 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ, ღამის 10 საათზე სხდომაზე გადაწყვიტა, მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ მოსმენები გადაეცეს კომიტეტებს. ასევე განისაზღვრა კომიტეტებში მოსმენების გრაფიკიც. 

24 დეკემბერს კი  ბიუროს სხდომაზე  განხილული იქნება რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხი.  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მიიჩნევს, რომ მინისტრთა კაბინეტი ცვლილებებს არ საჭიროებს.

რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, გაბაიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი კოლეგა შეუერთდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, თუმცა არ გამორიცხავს იგივე გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მიიღონ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში