ბათუმელმა ალექსანდრე ფევაძემ ეროვნულ ჩემპიონატში სეზონის მოხსნების რეკორდი დაამყარა

24 დეკემბერი 2020, 11:09 1759 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მატჩში ‘’ცხუმ-აფხაზეთსა’’ და ‘’მგზავრებს’’ შორის მოხსნებში მიმდინარე სეზონის რეკორდი დაფიქსირდა.

‘’ცხუმ-აფხაზეთის’’ შემადგენლობაში ახალგაზრდა ბათუმელმა კალათბურთემა ალექსანდრე ფევაძემ შეხვედრაში 23 მოხსნა დააფიქსირა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

დასრულებამდე 1.7 წამით ადრე ფარქვეშიდან ბურთი ცხუმელებმა შემოიტანეს და ალექსანდრემ საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო და თავის გუნდს 85:83 მოაგებინა.

ფევაძემ მატჩში 19 ქულა , 23 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში