ბათუმში ღია ცის საახალწლო ბაზრობა მოეწყო

24 დეკემბერი 2020, 15:24 1867 ნახვა

ბათუმში საახალწლო ბაზრობა ტრადიციულად გმირთა ხეივანში გაიხსნა. მოქალაქეებს ადგილზე ნაძვის ხეების, ჩიჩილაკებისა და საახალწლო აქსესუარების შეძენა შეუძლიათ. არსებული რეგულაციების ფარგლებში დასაშვებია თუ არა საახალწლო ვაჭრობა ტერიტორიაზე ბათუმის მერიისგან პასუხს ველოდებით.ცნობისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების შემოწმება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, რეალიზატორები ვალდებულნი არიან, იქონიონ გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში