ტექდათვალიერების გასავლელად რიგებია

24 დეკემბერი 2020, 15:29 1667 ნახვა

მოუწესრიგებელ რიგებზე და ავტომობილების ნაკადის მომატებაზე  საუბრობენ მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე დღეა  ავტომობილების ტექდათვალიერების გასავლელად რიგში დგანან. როგორც ამბობენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი კომპანია მუშაობს და მომატებულ ნაკადს ვერ აუდის.  ასევე აცხადებენ, რომ პანდემიის გამო სათანადოდ არაა დაცული უსაფრთხოების ზომები. რიგში დგომა უწევთ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც რეგისტრაცია დისტანციურად გაიარეს. კომპანია „ გრინვეი საქართველოს“ ხელმძღვანელობა რიგებს წლის ბოლო დღეებს უკავშირებს. აცხადებენ, რომ კომპანია მაქსიმალურად იცავს უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა გარე პერიმეტრზე არსებული რიგების გაკონტროლება  პრაქტიკულად შეუძლებლად მიაჩნიათ. ისინი მძღოლებს  მოუწოდებენ, ონლაინ გაიარონ რეგისტრაცია, რათა უფრო მარტივად შეძლონ ავტომობილების ტექ ინსპექტირების გავლა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში