ცესკო-ს პასუხი

23 ოქტომბერი 2016, 00:00 2850 ნახვა

კადრებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკომ კადრებთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია 21 ოქტომბერს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ არც ერთი მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც მისცემდა საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამის ვადებში განხილვისა და კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების შესაძლებლობას. ამის მიუხედავად ცესკოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია საფუძვლიანად გამოკვლეულ იქნას თითოეული შემთხვევა - დადგინდეს გამოქვეყნებული ვიდეოების ავთენტურობა, მონაწილე პირების ვინაობა და სხვა ფაქტები. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ აღნიშნული ვიდეოების შესწავლა.

ამავე კატეგორიაში