მოლდოვაში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა

24 დეკემბერი 2020, 17:07 1244 ნახვა

მოლდოვის ახალი პრეზიდენტი მაია სანდუ ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას. კონსტიტუციაზე ხელის დადებით სანდუმ დაიფიცა, რომ  მოლდოვის რესპუბლიკის აღმშენებლობისთვის  ძალისხმევას  არ დაიშურებს, დაიცავს კონსტიტუციას და ქვეყნის კანონმდებლობას,  დემოკრატიას, ადამიანის ძირითად უფლებებს, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

ინაუგურაციის ცერემონია მოლდოვის პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს  ერთობლივი საზეიმო სხდომის ფარგლებში გაიმართა. 

არჩევნების შედგების თანახმად,  15 ნოემბრის საპრეზიდენო არჩევნებში მაია სანდუმ ამომრჩეველთა ხმების 57,72 პროცენტი მიიღო.   ყოფილმა პრეზიდენტმა დოდონმა უარი თქვა ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში