ტოჩინოშინი რეიტინგში დაწინაურდა

25 დეკემბერი 2020, 10:32 1616 ნახვა

ტოკიოში 2020 წლის სუმოს უკანასკნელი  რეიტინგი  გამოქვეყნდა.

ლევან გორგაძე კი ახალ რეიტინგში  დაწინაურდა. ქართველმა სუმოტორმა გასულ ბაშოზე დადებითი ბალანსი 9-6-ზე დააფიქსირა.

მომავალ ტურნირზე 33 წლის ქართველი  აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს , აქამდე ის მე-7 მაეგაშირა იყო.

ჰაცუ ბაშო ტოკიოში  10-24  იანვარს გაიმართება. იანვრის ბაშო ლევანისთვის  კარიერაში რიგით 88-ე იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში