არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

25 დეკემბერი 2020, 12:42 1019 ნახვა

ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ   ერთ-ერთმა დაკავებულმა 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად  თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ 16 წლის გოგოს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,-აცხადებენ უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში