კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს

25 დეკემბერი 2020, 12:55 913 ნახვა

კათოლიკური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო წირვა ჩაატარა.კორონავირუსის პანდემიის გამო წელს წირვა განსხვავებულად ჩატარდა და  მხოლოდ 100-მდე პირი დაესწრო.  ღვთისმსახურება ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე დაიწყო, რათა ტაძარში მყოფ პირებს სახლებში დაბრუნება 22:00 საათამდე, კომენდანტის საათის დაწყებამდე მოესწროთ.  რაც შეეხება რომის პაპის ტრადიციულ მიმართვას,  პონტიფიკოსი მას, წმინდა პეტრეს მოედანზე გამავალი აივნის ნაცვლად, ვატიკანის შიდა დარბაზიდან პარასკევს წაიკითხავს.  იტალიაში შობისა და ახალი წლის უმეტეს დღეებში საყოველთაო „ლოქდაუნი“ მოქმედებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში