პოლიციამ 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იზოლაციის წესის დარღვევისთვის დააჯარიმა

25 დეკემბერი 2020, 13:38 2456 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა. ერთ-ერთი მათგანი კოვიდაღრიცხვაზე 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო მეორე 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს.

უწყების ცნობით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. 

სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით მოძრაობდა. 

რაც შეეხება მეორე პირს, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ქვეითად გადაადგილდებოდა.

ორივე მათგანი 2000-2000 ლარით დაჯარიმდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში