თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

26 დეკემბერი 2020, 14:40 1461 ნახვა

პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე  დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი. დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში