მაღალმთიანეთში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს

26 დეკემბერი 2020, 14:40 1506 ნახვა

უხვი ნალექისაგან გამოწვეული  პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები  ამ დრომდე მიმდინარეობს მთიან აჭარაში. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ინფორმაციით  სამივე მუნიციპალიტეტში   ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია.  მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ხულოში 38მიმართულებით, შუახევში, 50 მიმართულებით, ხოლო ქედაში  13 მიმართულებიდან 11 გაწმენდილია. მუნიციპალიტეტებში  მაღალი გამავლობის  ავტომანქანებისთვის  გადაადგილება შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. რაც შეეხება  ცენტრალურ  მაგისტრალს  გადაადგილება აქ  შეფერხებული არ  არის დაყრილია ტექნიკური მარილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში