ქაბულში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

26 დეკემბერი 2020, 18:29 1654 ნახვა

სამი აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. დაღუპულია ორი  სამართალდამცავი, ორი კი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, პირველი აფეთქება, რომლის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდა, ქაბულის ცენტრში მოხდა, ასაფეთქებელი ნივთიერება სამართალდამცავების ავტომობილზე იყო დამაგრებული.მეორე აფეთქების დროს კი, რომელიც დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა, ორი სამართალდამცავი დაშავდა. ქაბულში მესამე ბომბიც აფეთქდა, თუმცა აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში