თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს ხვალ წაუყენებენ

26 დეკემბერი 2020, 20:18 1440 ნახვა

მედიასთან თვითმხილველი ჰყვება, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა მანქანაში მიაყენა. თვითმხილველი ჰყვება, რომ დაახლოებით ღამის 12 საათზე მან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონა, რის შემდეგ დაინახა, რომ მანქანაში გარდაცვლილი იყო. ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებს წარსულში ნაცნობობა არ აკავშირებდათ და შესაბამისად, მათ შორის არც კონფლიქტი უნდა ყოფილიყო. ისინი პირველად იყალთოში, სუფრაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც უთანხმოება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო და ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა. დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში