ომბუდსმენი სამხარაულის ბიუროს რეგიონში ქალი ექსპერტების დასაქმებისკენ მოუწოდებს

26 დეკემბერი 2020, 20:20 1017 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი სამხარაულის ბიუროს მოუწოდებს, რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში დაასაქმოს ქალი ექსპერტები, რომლებიც სექსუალური ძალადობის შემთხვევაში უფლებამოსილნი იქნებიან, ჩაატარონ ექსპერტიზა.ომბუდსმენმა, სქესის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა. მაგალითად მოჰყავთ ფაქტ, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ორჯერ ჩაუტარდა ექსპერტიზა დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში მამაკაცი ექსპერტების მიერ, ვინაიდან ქალი ექსპერტები არ ჰყავდათ. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წარმოადგენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში