ქობულეთის "შუქურამ" ოთხი ფეხბურთელი დაიმატა

26 დეკემბერი 2020, 23:06 1855 ნახვა

ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა და კლუბმა ახალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყო. ქობულეთლებმა უკვე 4 ფეხბურთელი დაიმატეს. ახალი სეზონიდან ლევან ინგოროყვა, კახაბერ კაკაშვილი, მიშიკო სარდალიშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი "შუქურას" შემადგენლობაში ითამაშებენ.

26 წლის ლევან ინგოროყვა ნახევარმცველია და ბოლოს თურქეთის მესამე ლიგის გუნდ "ისპარტა 32"ში ასპარეზობდა. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს "გურიაში", "მერცხალში" და "შუქურაში" თამაშობდა.

28 წლის ნახევარმცველი მიშიკო სარდალიშვილი თბილისის "მერანიდან" გადავიდა "შუქურაში". სარდალიშვილი სხვადასხვა დროს "ჩიხურას" და "ტორპედოს" ღირსებას იცავდა. სარდალიშვილის მსგავსად ქობულეთლებმა კახაბერ კაკაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილიც თბილისის "მერანიდან" დაიმატეს,რომელიც ეროვნულ ლიგა 2 ში დაქვეითთდა.

27 წლის კაკაშვილის საქართველოში "ცხინვალის","რუსთავის", "ჩიხურას", "ვიტ ჯორჯიას" რიგებში უთამაშია, საქართველოს ფარგლებს გარეთ კი ირანის ჩემპიონატის ორ კლუბში ასპარეზებდა.25 წლის მცველი გიორგი გაფრინდაშვილი კი სხვადასხვა დროს "რუსთავში", "სიონში" ,"გაგრაში" და "ვით ჯორჯიაში" თამაშობდა.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში