"ბათუმმა" გორის "ჯიქი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

27 დეკემბერი 2020, 11:50 1521 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებულ შეხვედრაში "ბათუმმა" დიდი ანგარიშით 31:0 გორის "ჯიქი" დაამარცხა.

ბათუმელების მხრიდან ორ-ორი ლელო დურმიშხან ჯაბნიძემ და ვაჟა თაგაურმა დადეს, ხოლო ერთი ლელო ბაჩი გრიგოლიას ანგარიშზეა.

მატჩის საუკეთსო მოთამაშედ "ბათუმის" ბურჯი მიშა წიკლაური დასახელდა.

"ბათუმს" ექვსი თამაშის შემდეგ 16 ქულა მოუგროვდა და საახალწლოდ სამეულში დამკვიდრდა, "ჯიქი" კი ექვსი თამაშიდან ექვსი ქულით ჯერ-ჯერობით მეხუთე პოზიციაზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში