პანდემია და ხანდაზმულთა უფლებები

27 დეკემბერი 2020, 12:26 1153 ნახვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს ხელისუფლებას პანდემიის პირობებში ხანდაზმულთა უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვების პარალელურად, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ხანდაზმულთა მხარდასაჭერად, “ფრაგმენტული და არასაკმარისია”.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა გაძლიერდეს ხანდაზმულთა ბინაზე მკურნალობის სერვისი და მასზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს გააძლიეროს ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი ხელშეწყობა, მათ შორის, მსგავსი საჭიროების მქონე ხანდაზმულთა აუცილებელი საკვები პროდუქტებითა და საჭირო მედიკამენტებით მომარაგებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში