საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა

27 დეკემბერი 2020, 18:20 2140 ნახვა

იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს ბრალი  ოფიციალურად წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მუხლს მეორე პირისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების გამო, 117-ე მუხლი დაემატა. არჩილ ბერიანიძე  მტკიცებულებების ერთ ნაწილს უკვე გაეცნო. თუმცა, საქმის სხვა მტკიცებულებებს მას უკვე  პროკურატურაში წარუდგენენ.

მოწმეთა დაკითხვის შედეგად, ადვოკატის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა. წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან მოკლულის ოჯახის წევრები და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, მკვლელობა იყალთოში ორი დღის წინ მოხდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მერიის თანამშრომელი კი დაჭრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში