საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ხუთ წონაში გამოვლინდა

27 დეკემბერი 2020, 19:32 1273 ნახვა

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. დღეს 27 დეკემბერს თავისუფალი ჭიდაობის 57, 61, 65, 70 და 74 კილოგრამი წონითი კატეგორიებში კი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართა.

57 კგ 1.ბექა ბუჯიაშვილი (გორი) 2. ოთარ გოგავა (ხონი) 3. რამაზ თურმანიძე (აჭარა) 3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)

61 კგ 1.ბექა ლომთაძე (ქუთაისი) 2. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი) 3. გოდერძი ძებისაშვილი (გორი) 3. თორნიკე ქათამაძე (აჭარა)

65 კგ 1. შმაგი თოდუა (სამტრედია) 2. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი) 3. ცოტნე აბალაკი (გორი) 3. შოთა ფარტენაძე (აჭარა)

70 კგ 1. დავით ტლაშაძე (გორი) 2. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი) 3. დავით ფაცინაშვილი (გორი) 3. გია ავალიანი (სამტრედია)

74 კგ 1.ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) 2. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური) 3. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი) 3. თემურ ბერუშვილი (გორი)

ხვალ, 28 დეკემბერს თავისუფალი ჭიდაობის 79, 86, 92, 97 და 125 კილოგრამები წონითი კატეგორიებში გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდებიან. 29-30 დეკემბერს კი უკვე ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.

საქართველოს ჩემპიონატი მაყურებლის გარეშე ტარდება. გულშემატკივარს კი ლაივ-სტრიმის ნახვა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ბმულზე შეუძლია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში