გადავწყვიტე შევქმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა - ელენე ხოშტარია 

28 დეკემბერი 2020, 15:44 1327 ნახვა

ელენე ხოშტარიამ პარტია ''ევროპული საქართველო'' დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიაში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. მისი თქმით, გადაწყვიტა შექმნას დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. 

ელენე ხოშტარია კატეგორიულად გამორიცხავს პარლამენტში შესვლას. 

''პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით ''ევროპული საქართველოს'' მისამართით. ეს არის გუნდი, სადაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება. მათთან ერთად გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები, ძალიან ბევრი რამ შევიძინე.

 პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე, მივიღე გადაწყვეტილება დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ სხვა პარტიაში და  ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ეს არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. 

არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექმნა. ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ. 

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, ასევე მტკიცე ერთიანი, კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ  ბრძოლის გაგრძელებას'' - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში