ფაუჩი სადღესასწაულო დღეების შემდეგ ახალ ეპიდაფეთქებას ელოდება

28 დეკემბერი 2020, 15:49 1066 ნახვა

შობის და ახალი წლის დღესასწაულების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელია ახალი ეპიდაფეთქება, რადგან ჯანდაცვის ექსპერტების მოწოდებების მიუხედავად, ადამიანებს უჭირთ სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთთან კონტაქტისგან თავის შეკავება - აცხადებს ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგი.  ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ საზღვრებზე შეზღუდვები დააწესა - დაიხურა ზამთრის კურორტები. ეპიდსიტუაცია უკონტროლო ხდება აზიის ქვეყნებშიც, სამხრეთ კორეაში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება, იაპონიამ იმპორტირებული კოვიდ შემთხვევების ზრდის გამო  საზღვრები ჩაკეტა. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 57 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22 მილიონს აჭარბებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში