ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

28 დეკემბერი 2020, 16:20 4074 ნახვა

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში, ხანძარი ლიკვიდირებულია. კორპუსის მეექვსე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. 

როგორც მეზობლები ამბობენ, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ბინა წლების განმავლობაში დაკეტილი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა. დამწვარია მხოლოდ ერთი ოთახი. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში