ეროვნულ ლიგაში საუკეთესოები დაასახელეს

28 დეკემბერი 2020, 19:35 1781 ნახვა

ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, წელს პანდემიის შედეგად მიღებული ახალი რეალობის და საკარანტინო რეგულაციების გათვალისწინებით, შეცვლილი ფორმატით - ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.

სეზონის საუკეთესო მეკარის ნომინაციაში "ლოკომოტივის" კარის დარაჯმა გიორგი მამარდაშვილმა გაიმარჯვა.

საუკეთესო მცველი კი ბათუმის "დინამოს'' დამცველი მამუკა კობახიძე გახდა. სეზონის საუკეთესო ნახევარმცველის სტატუსი ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა ბექა დარცმელიამ მიიღო.

გორის ''დილას'' უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი კი ერთბაშად სამ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. გორელთა ფორვარდმა საუკეთესო ბომბარდირის, საუკეთესო ლეგიონერის და საუკეთესო თავდამსხმელი წოდება მიიღო.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი თბილისის "დინამოს'' დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა. ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კი ''ლოკომოტივის'' ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე დასახელდა. რაც შეეხება სეზონის საუკეთესო სიმბოლურ გუნდს კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა :

მეკარე  მამარდაშვილი (ლოკომოტივი) მცველები: კობოური (დინამო თბ), კობახიძე ( დინამო ბთ), სანდოხაძე (საბურთალო), ჩაბრაძე (თელავი) ნახევარმცველები: ჯირაური ( დინამო ბთ), ალთუნაშვილი (საბურთალო), დარციმელია (ლოკომოტივი), ქავთარაძე (დინამო თბ) თავდამსხმელები: სიხარულიძე (ლოკომოტივი).

კოვტალიუკი (დილა) საუკეთესოები ეროვნულ ლიგა ორშიც დასახელდნენ. ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი, შუქურას ბრაზილიელი ლეგიონერი - ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო გახდა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდება კი ქობულეთის "შუქურას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა მოიპოვა.

ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი "რუსთავის'' ფეხბურთელი თომა ტაბატაძე 13 გატანილი გოლით გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში