აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მარი ზანაქიძე დაინიშნა

29 დეკემბერი 2020, 10:52 3071 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე მარი ზანაქიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, ის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

მარი ზანაქიძეს მიღებული აქვს სამედიცინო განათლება, დღემდე ხელმძღვანელობდა სს "საზღვაო ჰოსპიტალს". ფლობს სერტიფიკატებს თერაპიაში, გასტროენტეროლოგიასა და კლინიკურ მენეჯმენტში.

 დღეს, მინისტრმა ნინო ნიჟარძემ, ახალი მოადგილე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში