ერთი თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

24 ოქტომბერი 2016, 00:00 3016 ნახვა

კრწანისის სამხედრო ბაზაზე სამი თავდამსხმელიდან ერთი იდენტიფიცირებულია და ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.- თავდაცვის სამინისტრო ბაზაზე უცხო პირების შეჭრასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს. ინციდენტი მიმიდნარე წლის 23 ოქტომბერს მოხდა, სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირები შეიჭრნენ. ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.

ამავე კატეგორიაში