საქართველოში კორონავირუსის  2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

29 დეკემბერი 2020, 10:57 1390 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 638 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 138 PCR ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 367, ქვემო ქართლი - 132, შიდა ქართლი - 144, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 147, მცხეთა-მთიანეთი - 34, სამცხე-ჯავახეთი - 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 735, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 488, იმერეთში - 1 055. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 513, აჭარაში - 101, იმერეთში - 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 29, იმერეთში - 52. 1 287 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 478- თბილისში, 569 - აჭარაში, 92 - იმერეთში. 5 968 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში