აჭარაში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა 50%-ით შემცირდა - თამარ გაბუნია 

29 დეკემბერი 2020, 11:44 980 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარაში, კოვიდმიმღებ კლინიკებში პაციენტთა რიცხვი შემცირებულია და სტაბილიზაციის ნიშნები იგრძნობა. 

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყნის ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების რაოდენობამ 2000 გადააჭარბა. 

''დღეს შემთხვევების რაოდენობა 2000-ზე ოდნავ მეტი იყო. ჰოსპიტალურ სექტორშიც იგრძნობა ცალსახად სტაბილიზაციის ნიშნები. განსაკუთრებით თვალსაჩინოა დატვირთვის შემცირება აჭარაში, სადაც კლინიკები მუშაობენ 50%-იანი დატვირთვით, ერთი კვირაა ეს ტენდენცია ნარჩუნდება. რაც იმედის მომცემი ნიშანია. ასევე სხვა რეგიონებში. 

5000-ზე ოდნავ მეტია ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობა, ხოლო თავისუფალი საწოლების რაოდენობამ 2000 გადააჭარბა. 

მაინც საყურადღებო რჩება  მძიმე პაციენტების და იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, ასეთი პაციენტების  რიცხვი 300 აღემატება. ინტენსიურ თერაპიას გადის 1000-ზე მეტი პირი, რაც საყურადღებო ციფრია. 

შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციის პერიოდში, ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი შეღავათია ის, რომ პაციენტების ნაკადები შემცირდა. შემცირდა მოქალაქეთა რიცხვი კლინიკურ სასტუმროებშიც. დღევანდელი მდგომარეობით 1250 ადამიანი მკურნალობს, რაც ასევე მიუთითებს იმას, რომ მეტის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში