ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

29 დეკემბერი 2020, 13:25 3597 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა. 

დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი. აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად.

''2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 კმ ჩქაროსნული გზა, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლოატაციაში.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

ქუთისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში სრულად დასრულდება'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში