გერმანიაში 8 ადამიანმა ვაქცინის გადაჭარბებული დოზა მიიღო

29 დეკემბერი 2020, 18:06 1474 ნახვა

გერმანიაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია შეცდომით დაიწყეს.  ქვეყნის 8 მოქალაქემ  პფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინის შეცდომით 5-ჯერ მეტი დოზა მიიღო, ახლა ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან.

გერმანიასა და ევროკავშირის წევრ სხვა დანარჩენ ქვეყნებში მასობრივი ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყო. პირველ რიგში ვაქცინას 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარებსა და იქ დასაქმებულებს უკეთებენ.

სკანდალური შეცდომა გერმანიის ქალაქ შტრალზუნდის მოხუცებულთა ერთ-ერთ სახლში მოხდა. დაწესებულების  66-დან  82 წლამდე ასაკის 8 თანამშრომელმა ვაქცინის 5-მაგი დოზა მიიღო. მათგან 4 საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით წევს, დანარჩენები სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ადგილობრივ ადმინისტრაციაში მწუხარება გამოთქვეს მომხდარის გამო და აღნიშნეს, რომ  ეს ერთადერთი შემთხვევაა, რომელიც ინდივიდუალურ შეცდომას უკავშირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში