ესპანეთში აუცრელთა მონაცემებს შეაგროვებენ

29 დეკემბერი 2020, 17:56 1074 ნახვა

ესპანეთი იმ ადამიანების აღრიცხვას განახორციელებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სია საჯარო არ იქნება, თუმცა ევროკავშირის სხვა ქვეყნების შესაბამისის სამსახურებს მასზე წვდომა ექნებათ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, შეცდომას უშვებენ. ესპანეთში მოსახლეობის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია  პფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინით გამოყენებით მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში