ინდოეთში კორონავირუსის ახალი შტამი დააფიქისრეს

29 დეკემბერი 2020, 17:02 1166 ნახვა

ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.  ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამი დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ ადამიანებს დაუდასტურდათ. კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული ადამიანები და მათი კონტაქტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

ინდოეთს დიდ ბრიტანეთთან ფრენები შეჩერებული აქვს, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს ბრიტანეთიდან 33 ათასი მგზავრი ჩამოვიდა.

ინდოეთში ბოლო 24  საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ათას 432 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“  10  მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინდოეთი ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში