აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა პირველ დღეს 8 მედალი მოიპოვეს

29 დეკემბერი 2020, 18:18 1588 ნახვა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს გამარჯვებულები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველ დღეს საერთო ჯამში 8 მედლი აჭარის საჭიდაო სკოლამ აიღო. 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა მიიღეს.

55კგ. 1.რამაზ სილაგავა (მარტვილი) 2. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი) 3. რამაზ სურმანიძე (აჭარა).

60 კგ. 1. ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი) 2. გიზო მელაძე (აჭარა) 3. დათო ჩხარტიშვილი (ოზურგეთი) 3. ფირუზ აბულაძე (აჭარა).

63 კგ. 1. ლერი აბულაძე (აჭარა) 2. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი) 3. ამირან შავაძე (აჭარა) 3. ავთო ბიძინაშვილი (გარდაბანი).

67 კგ. 1. ჯონი ხეცურიანი (ხობი) 2. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი) 3. ირაკლი ნაკაშია (ხობი) 3. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი).

72 კგ. 1. ოთარ აბულაძე (აჭარა) 2. რამაზ ზოიძე (აჭარა) 3. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი) 3. ხვიჩა ანანიძე (აჭარა).

ხვალ, 30 დეკემბერს ჩემპიონები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში (77, 82, 87, 97 და 130 კგ.) გამოვლინდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში