ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი დააკავეს

30 დეკემბერი 2020, 11:41 1088 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 2 არასრულწლოვანი. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. პოლიციამ ორივე მათგანი თეთრიწყაროში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: დანაშაულის ჩასადენად მომზადებული ნიღბები, ხელთათმანები, ასევე, გადაჭრილი თოფი 2 საბრძოლო ვაზნით და გადაკეთებული აირის პისტოლეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში