ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

30 დეკემბერი 2020, 11:42 1166 ნახვა

ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ეს ბოლო 140 წლის განმავლობაში ხორვატიაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო, რომლის ბიძგები იგრძნობოდა ვენასა და რომშიც. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. სტიქიამ დედაქალაქ ზაგრებთან მდებარე ქალაქი პეტრინია დააზარალა, სადაც ეპიცენტრი მდებარეობდა. ქალაქში დანგრეულია შენობების უმეტესობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩასართავად გაგზავნილია სამხედრო დანაყოფები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში