ანკარაში ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა

30 დეკემბერი 2020, 11:43 955 ნახვა

ანკარაში ჩინური ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა. თურქეთის ხელისუფლება  დამატებით გერმანულ ამერიკული კომპანიების წარმოებული ვაქცინის 30 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. პარალელურად, კორონავირუსის ბრიტანეთში გავრცელებული ახალი შტამი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, კოლორადოში. ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ამ ეტაპზე მის კონტაქტებს იკვლევენ. ვირუსის ახალი სახეობა დადასტურდა ჩილესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც. დანიაში კი მონაცემების მატების გამო კარანტინი 17 იანვრამდე გახანგრძლივდა. შესაძლოა საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში კომენდანტის საათმა საღამოს 20:00 -ის ნაცვლად, 18:00 საათზე გადაიწიოს. ეპიდ სიტუაციის გართულების გამო შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებას განიხილავენ დიდ ბრიტანეთშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში