რუსულ მედიას დისკრიმინაციისგან ახალი კანონი დაიცავს

30 დეკემბერი 2020, 14:49 1049 ნახვა

რუსეთში დაიბლოკება ის ინტერნეტ რესურსები, რომლებსაც რუსული მედიის მიმართ „დისკრიმინაციული დამოკიდებულება“ ექნებათ.  შესაბამისს კანონს, რომელიც მასობრივი კომუნიკაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ზედამხედველობის სამსახურს, “როსკომნადზორს” ამის უფლებამოსილებას ანიჭებს,  პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.  კანონი აწესებს სტატუსს: „საინფორმაციო რესურსის მფლობელი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში“.  გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლება ექნებათ ეს სტატუსი საინფორმაციო რესურსის იმ მფლობელს მიანიჭონ, რომელიც რუსული მედიასაშუალებების მასალების დისკრიმინაციას ახდენს. „როსკომნადზორს“ შეეძლება ნაწილობრივ ან სრულად შეუზღუდოს დამრღვევ რესურსებზე წვდომა. დოკუმენტი მოიცავს ისეთ ინტერნეტ რესურსებსაც, როგორიცაა YouTube, Facebook-ი და Twitter-ი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში