პანდემია, ონლაინ სწავლა და 71 წლის პედაგოგის გეგმები

30 დეკემბერი 2020, 18:01 834 ნახვა

სადღესასწაულო სამზადისი - ჩვენი რეპორტაჟის გმირი მასწავლებელია. ერთ-ერთი ასაკოვანი პედაგოგი აჭარიდან, 71 წლის ქეთევან მჟავანაძე 4 ათწლეულზე მეტია სკოლაში მუშაობს. მაჭახლის ხეობაში, სოფელ აჭარისწყლის აღმართის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლის.

პედაგოგი ამბობს, რომ მსგავსი ახალი წელი - სასკოლო ზეიმებისა და მოსწავლეების მონაწილეობის გარეშე არ ახსოვს. თითქმის ერთი წელია სხვების მსგავსად  ისიც სახლიდან მუშაობს და მოსწავლეებს მხოლოდ დისტანციურად ესაუბრება.

კოვიდი, პანდემია, ონლაინ სწავლა და ასაკოვანი მასწავლებლის კარიერული განვითარების გეგმები _  ვრცლად ნახეთ, დღეს 20 საათზე საახალწლო სამზადისის შესახებ რეპორტაჟი მთავარ გამოშვებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში