ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

30 დეკემბერი 2020, 17:49 2967 ნახვა

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო პფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინის მიღების შემდეგ კიდევ ერთი ლეტალური შედეგი დაფიქსირდა. მამაკაცი იერუსალიმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა - წერს ადგილობრივი მედია. 

ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ჯანმრთელობის  ქრონიკული, კომპლექსური და რთული პრობლემები ჰქონდა.  ორშაბათს 28 დეკემბერს ცნობილი გახდა  ისრაელში 75 წლის  მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, რომელიც პფაიზერის პრეპარატით აცრის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ისრაელში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 20 დეკემბერს დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში