მანდარინის ექსპორტი და გადამუშავება

30 დეკემბერი 2020, 20:03 1038 ნახვა

ხელვაჩაურში ციტრუსის მიმღები საწარმო 1000-ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღებასა და ექსპორტს გეგმავს. 30 ათას ტონაზე მეტი მანდარინი უკვე ექსპორტირებულია უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, რუსეთში, მოლდოვასა და სლოვენიაში.

ხელვაჩაურის შემდეგ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის კონცენტრატის ქარხანა  მოინახულა.

ქარხანას 6 ათასი ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი აქვს მიღებული და გადამუშავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში