საქართველოში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

31 დეკემბერი 2020, 10:56 1277 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი, ხოლო 1 282 პირი  გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 710 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 239, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 130, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 105, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 315, აჭარაში - 451, იმერეთში - 1 007. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 004 პირი, მათ შორის, თბილისში - 466, აჭარაში - 98, იმერეთში - 246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 28, იმერეთში - 49.

1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 443 - თბილისში, 512 - აჭარაში, 85 - იმერეთში. 6 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში