თვითნებურად შესახლებულებს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შენობა დაატოვებინეს

31 დეკემბერი 2020, 11:41 1092 ნახვა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე 20-მდე თვითნებურად შესახლებული ოჯახი "საქართველოს რკინიგზის" კუთვნილი შენობიდან გამოასახლეს. ტერიტორიაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თვითნებურად შესახლებულები ფართის გადაცემას ითხოვენ. მათივე განცხადებით, საცხოვრებელი არა აქვთ, ნაქირავებში თანხის გადახდას კი პანდემიის გამო ვერ ახერხებენ. რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში არავის აქვს უფლება შეიჭრას. ასევე განაცხადა, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება სახელმწიფო დახმარების, იმ პროგრამის მიღმა, რომელიც მათ ეკუთვნის”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში