2020 წლის შეჯამება: სპორტი და კორონავირუსი

31 დეკემბერი 2020, 15:33 1670 ნახვა

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის ძალიან რთული და განსხვავებული წელი იყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, სხვადასხვა სფეროებთან ერთად პრობლემები სპორტის სამყაროსაც შეეხო. ბევრი გაუქმებული ტურნირისა თუ ჩემპიონატის გარდა, მსოფლიო სპორტში, მაინც მოხერხდა რიგი სპორტული შედეგების დაფიქსირება.

2020 წლის პირველი სამი თვე, სპორტში, მეტად დატვირთული გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სეზონი არ გამოირჩევა სპორტული მოვლენების  რაოდენობით, ეს ის სამი თვე იყო 2020 წელს, როდესაც მსოფლიო კორონავისურსს არ იცნობდა.

  • ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, პირველად, საქართველოს ნაკრებმა მედალები მოიპოვა. ფიგურულ ციგურაობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილი, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
  • ბათუმმა კი, ვეტერან ლეგენდათა საფეხბურთო ტურნირის ზამთრის თასს უმასპინძლა. ბათუმში ჩამოვიდნენ წარსულში ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ალან ჟირესი, მილენკო აჩიმოვიჩი, ლუის მილა, ხოსე კამპო, ხოსე ამავისკა, ივან კამპო, რუსლან როტანი, ვიტალი რევა, ვიაჩესლავ შევჩუკი, მეჰმეტ აურელიო, ვოლქან არსლანი, ჰასან კაბზე, ემრე აშიქი და სხვები.
  • საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა საფრანგეთი 9:7 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროპის 12 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
  • ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 41 წლის კალათბურთელი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას გარდაიცვალა. შემთხვევის დროს მასთან ერთად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა. 
  • რომში ძალოსნობის მსოფლიო თასსზე, ტრადიციულად წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა, ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა, ერთი ოქრო კი  ანტონ  პლესნოიმ.
  • 6 თებერვალს კი, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, პირველად განაცხადა, რომ კორონავირუსს შესაძლოა ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ხელი შეეშალა.
  • რომში  გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპის პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩვენს ნაკრებს ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი შესძინეს.
  • 2020 წელს ლაშა ტალახაძე, ზედიზედ მესამედ, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა.
  • ევროპის 2021 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ჯგუფის ფავორიტი - სერბეთის ნაკრები 94-90 სტუმრად დაამარცხა. საერთო ჯამში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის 2020 წელი იდიალური გამოვიდა ნაკრებმა ყველა მატჩი მოიგო და ჯგუფის ლიდერია, მიუხედავად იმისა რომ ჯგუფის მასპინძელია და ავტომატურად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.
  • წყალბურთში თბილისის ,,დინამომ’’ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, მე-10 ტურის მატჩში ,,დინამო’’ თბილისმა ,,მარსელს’’ უმასპინძლა და 15:12 გაიმარჯვა.
  • საერთაშორისო საციგურაო კავშირის ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია იუნიორთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე იყვნენ.
  • 11 მარტს კორონავირუსის პრევენციის გამო, ეროვნული ლიგის მატჩები პირველად გადაიდო.
  • ამის შემდეგ სპორტის სამყარო, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დაპაუზდა და სპორტული ინფორმაციებიც მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, თუ რომელი სპორტსმენი დაინფიცირდა, ან რომელი გუნდი გადავიდა თვითიზოლაციაში. პანდემიის დროს ერთადერთი ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი  მიმდინარეობდა.
  • 6 მაისს კი გერმანიის კანცლერმა ბუნდესლიგას მწვანე შუქი აუნთო და სწორედ გერმანიის ჩემპიონატი იყო, რომელიც პირველი განახლდა ტოპ ჩემპიონატებში. განახლების შემდეგ კი ტელევიზორებიდან ძალიან უცნაური სანახაობები ვიხილეთ - ცარიელი ტრიბუნები, მუყაოს გულშემატკივრები, გატანილი გოლის დისტანციური აღნიშვნები, პირბადეებში მყოფი სპორტსმენები და სტაფი .
  • ივნისის ბოლოს კი საფეხბურთო სეზონი საქართველოშიც  განახლდა.
  • კორონა ვირუსის გამო, გადაიდო ევროპის ჩამპიონატი ფეხბურთში და ყველაზე დიდი სპორტული ფორუმი ოლიმპიური თამაშები.
  • თორნიკე შენგელია ‘’ბასკონისთან’’ ერთად  ესპანეთის ჩემპიონი გახდა. რამდენიმე დღეში კი მოსკოვის "ცსკას" რიგებში გადავიდა.
  • საქართველოშიც, სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც, რიგი ეროვნული კატეგორიის ტურნირების ჩატარება დაიწყო. ნინო ბაციაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა.
  • 2020 წელი ისეთი უცნაური წელი იყო, რონალდინიომ  პარაგვაის ციხის ფეხბურთის ტურნირი მოიგო.
  • კანოეს ამერაკავკასიის საერთაშორისო თასის პირველი ეტაპი ბათუმში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ეს შეჯიბრებაც კორონავირუსის გამო გადაიდო. ბათუში ასევე ბავშვთა საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი აჭარის თასიც პანდემის გამო გაუქმდა. ასევე ბათუმი იყო მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი, ეს ტურნირიც პანდემიის გამო გადაიდო და სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ მასპინძელი ისევ ჩვენი ქალაქი იქნება.
  • სექტემბერში კი ცნობილი გახდა,რომ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რვა ერში ითამაშებდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ნაკრებმა ბოლო ადგილი დაიკავა, ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან თამაშით.
  • ძალიან წარმატებული წელი გამოვიდა UFC-ში მოასპარეზე ქართველი მებრძოლებისთვის. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 2020 წელს წარმატებით გამოვიდნენ: მერაბ დვალიშივილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ლიანა ჯოჯუა, ილია თოფურია.
  • 2020 წლის განსხვავებული ჩამპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნი გახდა.
  • დიასამიძისა და თევდორაძის ბათუმურმა წყვილმა საქართველოს საპლაჟო ფრენბურთის ჩემპიონობა მოიპოვა.
  • ბათუმში, ოქტომბერში დაგეგმილი, ძალოსნობის ეროვნული ჩემპიონატი გაუქმდა.
  • ფეხბურთში ევროტურნირებზე, ქართული კლუბები ტრადიციულად ცუდად გამოვიდნენ, თუმცა თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა და ნამდვილად გაახარა ქართველი გულშემატკივარი.
  • ისტორიული შანსი ევროპის ჩემპიონატზე გასვლისას საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კი სამწუხაროდ ვერ გამოიყენა.
  • ლოს-ანჯელეს ლეიკერსი NBA-ს ჩემპიონი გახდა.
  • ბათუმელი მოჭადრაკე, კესარია მგელაძე 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
  • 27 ოქტომბერს  ბათუმში ახალი მე-4 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.
  • 33 წლის ქართველმა სუმოტორმა გაგამარუმ 15 წლიანი  სპორტული კარიერა დაასრულა.
  • ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ლანჩხუთმა'' ისტორიული შედეგი დააფიქსირა. "ლანჩხუთი'' პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ითამაშა.
  • ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
  • 3 წლიანი პაუზის შემდეგ "შუქურა" ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა.
  • ბათუმის ‘’დინამო’’, ზედიზედ მეორედ, გახდა ეროვნული ლიგის  ვიცე-ჩემპიონი და ევროტურნირებზე გავიდა.
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოდ ორ ნომინაციაში ქართველი ძიუდოისტები ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გირგალაშვილი დაასახელა.
  • წლის მიწურულს, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე,  წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში