კოვიდ-19-ის ისტორია

31 დეკემბერი 2020, 20:18 1065 ნახვა

ყველაფერი გასული წლის შემოდგომაზე უხანში დაიწყო, მეცნიერებისთვის იმ დროისთვის უცნობი შტამი ჩინეთში გაჩნდა და მას კოვიდ-19 ეწოდა. არ დარჩა კონტინენტი. სადაც ვირუსმა არ შეაღწია,დაინფიცირდა 83 მილიონზე მეტი ადამიანი, საბედნიეროდ 60 მილიონზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. 

ყველგან შეიცვალა ცხოვრების რიტმი, დისტანცია, სადეზინფექციო ხსნარი, კლასტერი, კოვიდკონტაქტები და კიდევ ბევრმა სიტყვამ ლექსიკონებში ახალი მნიშვნელობა შეიძინა, სამყარომ ონლაინ-სივრცეში გადაინაცვლა, თუმცა საბედნიეროდ უკვე შემუშავებულია ვაქცინა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველსათვის ხელმისაწვდომი გახდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში