დღეს, 21:00 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი ისევ ამოქმედდება

01 იანვარი 2021, 20:18 1810 ნახვა

დღეს, 21:00 საათიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება. რის გამოც სრულად იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება. შეზღუდვა 05:00 საათამდე იმოქმედებს.

მოქალაქეები გადაადგილების შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით, ახალი წლის ღამით, 31 დეკემბერს მოიხსნა. იგივე გამონაკლისი 6 იანვრის ღამესაც იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში